ლევან დავითაშვილი: მთიანი რეგიონები და სასაზღვრო ტერიტორიები თითქმის დაიცალა

© press-service of the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti municipalityრაჭის რეგიონი
რაჭის რეგიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 ოქტომბერი - სურსათის მსოფლიო დღეა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სოფლად ცხოვრების დონე უნდა დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრებისას, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

"მიგრაციის თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია და მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც. ვხედავთ, რომ მთიანი რეგიონები და სასაზღვრო ტერიტორიები თითქმის დაიცალა. ამ გამოწვევას სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. სოფლად ცხოვრების დონე უნდა დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრებისას, რაც არის კიდეც ასახული პრემიერ-მინისტრის სივრცითი მოწყობის შესახებ ოთხპუნქტიან გეგმაში", — აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

17 ოქტომბერს გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მსოფლიო სურსათის დღეს" აღნიშნავენ. წელს ღონისძიების მთავარი თემაა „მიგრაციის შეჩერება სოფლის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის გზაზე". თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი რეგიონებიდან ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერებაზე გაკეთდა.

სოფელი შენაქო - Sputnik საქართველო
საქართველოში სოფლის დახმარების ახალი პროექტი დაიწყო

ღონისძიების ყურადღების ცენტრში მოექცა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც FAO-მ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფლის განვითარების პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტ რაჭველ მოსახლეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი ტექნიკა გადაეცა.

„მსოფლიო სურსათის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

წელს „სურსათის მსოფლიო დღე" 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0