ტყიბულის რაიონში ქვის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სოფელ გელათში სამშენებლო მასალების წარმოების თანამედროვე ქარხანას ააშენებენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ტყიბულის რაიონის სოფელ გელათში ქვის გადამამუშავებელ ქარხანას ააშენებენ — ახალ საწარმოში სამშენებლო და მოსაპირკეთებელ ქვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაამუშავებენ.

ქარხანა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში" აშენდება. წარმოების დასაწყებად და საწარმოს მოსაწყობად შპს "გაზკო" 353 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

რაჭა - Sputnik საქართველო
რაჭაში მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო გაიხსნება

საწარმო წლიურად სულ ცოტა 2 000 მ3 პროდუქციის წარმოებას შეძლებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ასაშენებლად შპს "გაზკოს" ტყიბულის რაიონის სოფელ გელათში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

"აწარმოე საქართველოში" – სამთავრობო პროგრამაა, რომლის მიზანია ადგილობრივი წარმოების სტიმულირება. პროგრამის ამოცანაა საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც, კერძოდ, გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას.

ყველა ახალი ამბავი
0