08:07 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დამსვენებლები სარფში

აჭარას წლის დასაწყისიდან მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია

© Sputnik / Seyran Baroyan
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი (132)
17 0 0

ვიზიტორებს შორის რაოდენობის მხრივ თურქეთი ლიდერობს

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. აჭარას იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 1,2 მილიონი უცხოელი ეწვია, ეს კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5,4%-ით მეტია.

ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობს თურქეთი — ცხრა თვეში აჭარას ამ ქვეყნის 711, 6 ათასი მოქალაქე ეწვია, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ლიდერთა ხუთეულში შევიდნენ ასევე აზერბაიჯანის (137,3 ათასი), რუსეთის (94,5 ათასი), ირანის (64,3 ათასი), ისრაელის (40,1 ათასი) მოქალაქეები.

ყველაზე მეტი ვიზიტორი — 997,2 ათასი აჭარას "სარფის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით ეწვია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი ბათუმის აეროპორტში. აღნიშნულ პერიოდში თვითმფრინავით აჭარაში ჩავიდა 184,2 ათასი უცხოელი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 61%-ით მეტია.

"ეს მონაცემები ეყრდნობა ვიზიტორების მიერ საზღვრის "სარფის", აეროპორტისა და საზღვაო პორტის გავლით გადმოკვეთის მონაცემებს, რეალურად, ვიზიტორების დიდი ნაწილი რეგიონში შემოდის ჩოლოქის (ადმინისტრაციული საზღვარი აჭარასა და გურიას შორის) გავლით. ეს ნიშნავს, რომ აჭარას 1 მილიონ 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია", — განაცხადა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორმა მერი ემირიძემ.

საქართველოში და კერძოდ აჭარაში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

 

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (132)

მთავარი თემები