ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება დეკემბერში გადაიტანეს

© Sputnik / Levan Avlabreli540 მეტრი სიგრძის ხის ხიდი, რომელიც ანაკლიასა და განმუხურს აკავშირებს
540 მეტრი სიგრძის ხის ხიდი, რომელიც ანაკლიასა და განმუხურს აკავშირებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღრმაწყლოვანი პორტის წყალობით, რომელსაც ანაკლიაში ააშენებენ, საქართველო თავისი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებას შეძლებს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყება, განაცხადა ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბრიფინგზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ქვეყნის ხელისუფლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილია 586 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება. მარტის დასაწყისში კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი. თავდაპირველად მშენებლობის დაწყებას ნოემბერში გეგმავდნენ.

"ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი. პორტის გარეშე ჩვენ, ალბათ, 80%-ს ვერ ავითვისებთ იმის, რაც ქვეყანას გააჩნია. დასრულდა ერთი ეტაპი. ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი და კარგად იმუშავა. მივედით იქამდე, რომ უკვე დეკემბრის ბოლოს მშენებლობა იწყება", — განაცხადა ალავიძემ.

განმუხური - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტი - საქართველოს მომავალი

ეკონომიკის სამინისტროს გარდა, ანაკლიის პორტის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობს მთლიანად საქართველოს მთავრობა, დასძინა მინისტრმა.

პორტის პირველ ეტაპის მშენებლობა 2020 წლამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია, რომ აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.

სულ მშენებლობა 52 წელი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება.

ამერიკული კომპანია SSA Marine მთელი მსოფლიოს 250–ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27,2 მილიონ კონტეინერს ემსახურება. კომპანიის საქმიანობა ორიენტირებულია სარკინიგზო და საზღვაო სატერმინალო ოპერაციებზე. კომპანია ერთ-ერთ ამოცანად ასახელებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას პორტებში გემების სწრაფი მომსახურებისთვის.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად აშენდება პორტის ქალაქი–თანამგზავრი.

ყველა ახალი ამბავი
0