თბილისში ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი
ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანელი ბიზნესმენები ქართველ ბიზნესმენებთან ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობით დაინტერესდნენ

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ოცდაათამდე ირანული კომპანიის წარმომადგენელი ქართველ ბიზნესმენებთან საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავენ, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირანელმა ბიზნესმენებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი საწარმოებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ექსპორტის ხელშეწყობას ემსახურებიან.

ალი აშგარი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ბიზნეს-ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სეიდე ფატმე მოგიმი.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია პროგრამის "აწარმოე საქართველოში", რომელიც 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

ირანელი ბიზნესმენების ინტერესის ძირითადი სფეროებია ტრანსპორტი, ქიმიური პროდუქციისა და ნავთობის გადაზიდვები, კვების მრეწველობა, ხის გადამუშავება, ელექტროდანადგარების წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ლითონის წარმოება, ნავთობი და გაზი.

ირანის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საფინანსო სექტორით, საიუველირო წარმოებით, ანტიბაქტერიული პრეპარატების წარმოებით, ფარმაცევტიკით, პლასტმსასის წარმოებით, საინჟინრო და სამშენებლო სექტორითა და ინტერნეტ-სერვისებით.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
რით ვაჭრობს საქართველო

2017 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა. ირანიდან ტურისტული ნაკადიც იზრდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ირანიდან საქართველოში განხორციელდა 1,6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 657%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველომ და ირანმა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რის შემდეგაც ქვეყნები მუდმივად ეწევიან პოლიტიკურ დიალოგს ორ- და მრავალმხრივ ფორმატებში. გარდა ამისა, საქართველო და ირანი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0