ქართული კომპანიები გერმანიაში სავაჭრო გამოფენაზე წარდგებიან

© Courtesy by Ministry of Agriculture of Georgiaქართული პროდუქცია გერმანულ გამოფენაზე
ქართული პროდუქცია გერმანულ გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავაჭრო გამოფენა „Anuga 2017“ 160 000-ზე მეტ დამთვალიერებელს სტუმრობს და მონაწილეების რაოდენობა 7 400 აღემატება.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ექსპორტიორი კომპანიები 2017 წლის 7 — 11 ოქტომბერს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში სასმელი და საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Facebook-გვერდი.

კომპანიების გამოფენაზე მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდება.

„ევროპაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო გამოფენა „Anuga 2017" ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, 160 000-ზე მეტ დამთვალიერებელს სტუმრობს და მონაწილეების რაოდენობა 7 400 აღემატება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ტყავის ნაწარმის გაყიდვა - Sputnik საქართველო
ქართული ტყავის პროდუქცია მილანში გამოიფინება

ამ გამოფენაში ქართული ექსპორტიორი კომპანიები უკვე მეორედ მონაწილეობენ.

სავაჭრო გამოფენის ფარგლებში, ქართული სასმელი და საკვები პროდუქციის ორი ქართული სტენდი იქნება წარმოდგენილი სადაც საკუთარ პროდუქციას 16 ქართული კომპანია წარმოადგენს: შპს „აერკომპანი“, შპს „გეო ნათსი“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ტურალ გრუპ“, შპს „იუვის ბერის“, შპს „ფარკონი“, შპს „გემუანი“, შპს „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“, შპს „მანნა“, შპს „აგროლეინი“, სს „ქართული ლუდის კომპანია“, შპს „შატო ნეკრესი“, შპს „არომაპროდუქტი“, შპს „გსქ კულა“და შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.

პეკინის საქმიანი ცენტრი - Sputnik საქართველო
ქართული კომპანიები ჩინეთში სავაჭრო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას, აღნიშნული სახის სავაჭრო მისიებში მონაწილეობით სააგენტო ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

სააგენტოს ორგანიზებით, 4-6 ოქტომბერს მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენა LINEAPELLE-ზე სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია იღებდა მონაწილეობას. 

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს აერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს შემადგენლობაში შევიდა უამრავი პროექტი, მათ შორის, „ერთიანი აგროპროექტი" და „სტარტაპ საქართველო".

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0