საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი აჭარაში შენდება

გამოწერა
ახალი ხიდის სიგრძე 1 180 მეტრს შეადგენს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთში შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეისათვის ყველაზე გრძელია იგოეთის ხიდი, მისი სიგრძე 950 მეტრს შეადგენს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

ახალი ხიდის სიგრძე 1 180 მეტრს შეადგენს, ის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სოფელ საჩინოს მახლობლად აშენდება. სულ შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში 15 ხიდის აშენება იგეგმება.

საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ძველი ხიდის აღდგენა - Sputnik საქართველო
ყაზბეგში XIX საუკუნის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამ ეტაპზე, ხიდზე ტროტუარებისა და რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, 30-33 კმ მონაკვეთებზე საავტომობილო კვანძთან არსებული გზის მიერთებების სამუშაოები ხორციელდება.

„ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან  აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შემოვლითი გზა რეგიონის ეკოლოგიურ გარემოს გააჯანსაღებს, რაც ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 მილიონ ლარს აღემატება.


ყველა ახალი ამბავი
0