04:31 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველომ და ყაზახეთმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

© FB / Giorgi Kvirikashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი (88)
15 0 0

ყაზახეთი საქართველოში ინფრასტრუქტურული სატრანსპორტო პროექტების განხორციელებითაა დაინტერესებული

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე.

საუბრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული დინამიკა და ამ მხრივ არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის შესახებ განაცხადა.

© Sputnik / Alexander Imedashvili
ყაზახეთის ელჩი: საქართველოში მშობლიური და თბილი ატმოსფეროა

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც საქართველოში ნოემბერში გაიმართება.

ყაზახურმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა „ექსპო 2017"-ში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი.

კვირიკაშვილისა და კასიმბეკის შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განსახილველ საკითხებს, რომლის მეცხრე სხდომა დღეს თბილისში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი ასტანაში ვიზიტისას
© FB / Giorgi Margvelashvili https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/photos/rpp.197876463713968/771104953057780/?type=3&theater

ყაზახეთი საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორია. ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება ქართულ-ყაზახური ბიზნეს-ფორუმი.

ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის მუდმივი პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, ფუნქციონირებს მთავრობათაშორისი კომისია სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 ივლისს დაამყარეს.

თემები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი (88)

მთავარი თემები