08:40 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ფახერ ალ შავაფი

ინვესტორები საუდის არაბეთიდან საქართველოთი დაინტერესდნენ

© FB / Giorgi Kvirikashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (388)
29511

მსხვილი არაბული კომპანიების ჯგუფის დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში ნანახმა მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი ჯგუფის Al-Bawani აღმასრულებელმა დირექტორმა ფახერ ალ შავაფიმ ქართულ ბაზარს არაბი ინვესტორებისთვის საინტერესო უწოდა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საუდის არაბეთიდან მსხვილი ინვესტორების საქართველოში ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ატარებს. Al-Bawani Group-ის წარმომადგენლები საქართველოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად ეწვივნენ.

ფახერ ალ შავაფი, არაბეთის დელეგაციასთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი გახარიას, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს.

"სიმართლე გითხრათ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. კულტურული მრავალფეროვნება, გასაოცარი ადამიანები და მშვენიერი ქალაქი ნამდვილად აჩენს სურვილს გადავდგა მორიგი ნაბიჯები. ეს ნამდვილად საინტერესო პოტენციური ბაზარია საუდელი ინვესტორებისთვის", — განაცხადა ფახერ ალ შავაფიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების დროს თანამშრომლობის ბევრი შესაძლებლობა აღმოაჩინეს.

გაერთიანება Al-Bawani Group უკვე 30 წელზე მეტია სხვადასხვა სფეროში მუშაობს და აერთიანებს ათამდე მსხვილ კომპანიას.

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა.

საქართველოში აღნიშნავენ, რომ საუდის არაბეთთან თანამშრომლობის გააქტიურება მნიშვნელოვანია. ამ მიზნით 2014 წლის თებერვალში ერ-რიადში საქართველოს საელჩო გაიხსნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ქვეყნებს შორის ორ და მრავალმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ და ტურისტულ სფეროებში.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (388)

მთავარი თემები