საქართველოს რეგიონებში მოძრავი საგადასახადო სერვის-ცენტრი გაჩნდა

© photo: Sputnikშიდან ქართლი
შიდან ქართლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რეგიონებში მოძრავი საგადასახადო სერვის-ცენტრები შეძლებენ გადასახადების გადამხდელებისა და კომპანიების დარეგისტირებას ან გაუქმებას, ასევე ცნობების მიღებას და ა.შ.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონებში შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის-ცენტრი (RS CAR) ამოქმედდა, რომელიც 25 ოქტომბრამდე საქართველოს 30 ქალაქსა და სოფელში გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება.

RS CAR-ი (მიკროავტობუსი) იმ ქალაქებსა და სოფლებს მოივლის, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები არ არის განთავსებული, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდის განცხადებაში.

ჰაიდელბერგცემენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდაში კერძო სექტორმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა

მიკროავტობუსები აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში არსებული სპეციალური ტექნიკით.

გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

მობილურ სერვის-ცენტრში შესაძლებელი იქნება კომპანიის შექმნა ან გაუქმება (მიკრო ან მცირე ბიზნესი) და ასევე გადასახადების გადამხდელის სტატუსის მიღება ან გაუქმება. შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.

მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.

ყველა ახალი ამბავი
0