მერაბ ჯანიაშვილი: „ეკონომიკური ზრდის უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს ველოდი“

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო „ბილტმორი“ თბილისის ცენტრში
სასტუმრო „ბილტმორი“ თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2018 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3,2%-მდე დაიკლებს

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილ 4,5%-ზე მეტად გაიზრდება, მიაჩნია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეკონომიკურ ანალიტიკოსს მერაბ ჯანიაშვილს.

„თუ მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით ვიმსჯელებთ, ეკონომიკაში საკმაოდ ნორმალური მაჩვენებლები გვაქვს. თითქმის ყველა მაკროეკონომიკური პატამეტრი, გარდა ინვესტიციებისა, გაუმჯობესებულია და სავარაუდოდ მშპ მომავალ წელს „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროეტში დაგეგმილ 4,5%-ს გადააჭარბებს", — განუცხადა მერაბ ჯამიაშვილმა „Sputnik-საქართველოს".

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ეკონომიკური ზრდის უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს ელოდა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
ლევან ქისტაური 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის დადებით ტენდენციებზე

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტზე საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტში ხელისუფლების პრიორიტეტები თითქმის არ შეცვლილა და მომავალ წელსაც სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა დაახლოებით იმავე მიმართულებით იგეგმება, როგორც წინა წლებში. კერძოდ, 2018 წელს იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც და ხარჯებიც, რაც 2016 წელის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ჰქონდა მმართველ ძალას აღნიშნული, განაცხადა ჯანიაშვილმა.

„საყურადღებოა ისიც, რომ მომავალ წელს ჩვენ გვიწევს დიდი რაოდენობით საგარეო ვალდებულებების დაფარვა და ამისათვის 750 მლნ ლარია გამოყოფილი, მაგალითისთვის რომ შევადაროთ, 2017 წელს ეს თანხა 430 მლნ ლარის ფარგლებში იყო", — განაცხადა ანალიტიკოსმა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
ჭარაია: "4,7%-იანი ეკონომიკური ზრდით ვერ გავფრინდებით"

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ისიც აღსანიშნავია, რომ თუ 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტი იყო 3,5%, ეს მაჩვენებელი ფინანსთა სამინსიტროს გათვლებით 2018-ში 3,2 %-ამდე ჩამოიწევს.

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) განისაზღვრა 12 364 500 ათასი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911 500 ათას ლარს, გრანტები — 165 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 1 288 მლნ ლარს.

მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.

პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2017 წელთან შედარებით, 111,2 მლნ ლარით იზრდება და 3 527 მლნ ლარს შეადგენს, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 2 463,2 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის — 982,8 მლნ ლარამდე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 572 მილიონი ლარით იზრდება და 1 830 მლნ ლარს შეადგენს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება კი 2017 წელთან შედარებით 62,6 მლნ ლარით იზრდება და 1 178 770 ათასი ლარი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0