17:09 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ბათუმის კონფერენციაზე

საერთაშორისო კონფერენცია „ლურჯი ეკონომიკა": შედეგები

© Sputnik / Seyran Baroyan
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის „შავი ზღვის გარემოსა და მისი წყალშემკრები აუზის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ბათუმმა პარასკევს შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე-4 კონფერენციას – „ლურჯი ეკონომიკა შავი ზღვის ქვეყნებში" უმასპინძლა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე გარცელებულ განცხადებაში.

კონფერენცია ევროკომისიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში შავი ზღვის ქვეყნების გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ექსპერტთა დელეგაციები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელმა ექსპერტები მონაწილეობდენ. კონფერენციაში მონაწილეობა სულ 150-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა სიტყვით მიმართა და ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვაო სფეროს განვითარება, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს — როგორც გარემოს დაცვითს, ისე ეკონომიკურს. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ზღვის რესურსების, მისი ეკონომიკური აქტივობის სწორი და ეფექტური გამოყენება.

„აღსანიშნავია, რომ წინა სამი ღონისძიების (2014 წელს ბუქარესტში, 2015 წელს სოფიაში და 2016 წელს ოდესაში) წარმატებით ჩატარებით, კონფერენცია გადაიქცა ინსტიტუციურ და კერძო დაინტერესებულ პირთა მთავარ ფორუმად, რომლებიც მუშაობენ შავ ზღვასთან დაკავშირებულ საზღვაო საკითხებზე, მათ შორისაა: ლურჯი განვითარების მხარდაჭერა, ინოვაციური ბიზნეს-გამოცდილებების გაზიარება, ნაპირთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება და ნაპირის განვითარების ზრდა, საზღვაო საქმიანობებისა და პროფესიების მხარდაჭერა, საზღვაო პროექტების დასაფინანსებელი წყაროების იდენტიფიცირება და მათ განსახორციელებლად პარტნიორთა მოძიება და ა.შ.", — ნათქვამია განცხადებაში.

კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის საზღვაო პოლიტიკისა და ლურჯი ეკონომიკის დირექტორთან ბერნარ ფრიზთან გაიმართა. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის "შავი ზღვის გარემოსა და მისი წყალშემკრები აუზის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ვასილი პოლუიკომ.

მემორანდუმის თანახმად, ორ ქვეყანას შორის შავი ზღვის აკვატორიის დაცვის კუთხით თანამშრომლობა გაძლიერდება.

მთავარი თემები