03:41 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბათუმის პორტი

ბათუმში დაიწყო კონფერენცია შავი ზღვისა და "ლურჯი ეკონომიკის" შესახებ

© Sputnik / Seyran Baroyan
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

ბათუმში 20 ქვეყნის ექსპერტები შავი ზღვის აუზის საზღვაო ზონის განვითარების სტრატეგიას "ლურჯი ეკონომიკის" კონტექსტში განიხილავენ

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში დაიწყო შავი ზღვის რეგიონის დაინტერესებული მხარეების რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ე.წ. ლურჯი ეკონომიკის საკითხებზე, იუწყება "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

ლურჯი ეკონომიკა — ეს არის საზღვაო სექტორში მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მიზნით გრძელვადიანი სტრატეგია. აქ აღიარებულია, რომ ზღვები და ოკეანეები ევროპული ეკონომიკის მამოძრავებელია ინოვაციებისა და ზრდის უზარმაზარი პოტენციალით.

კონფერენციაში მონაწილეობენ სპეციალისტები 20 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვიდან და იტალიიდან. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროკომისია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.

მორიგი კონფერენცია გახსნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა. ის მიესალმა დელეგატებს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, რომ ბათუმი ასეთი მასშტაბის ღონისძიებას მასპინძლობს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის მთავარ ღირსებებზე.

"თავისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ქვეყანა ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ იყო ხიდი ევროპასა და აზიას შორის. და ახლა საქართველოს, შავ ზღვაზე გასასვლელის წყალობით, დიდი პერსპექტივები აქვს, გახდეს გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში მსხვილი მოთამაშე. დღევანდელი კონფერენციაზე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ამაში დავრწმუნდეთ", — განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

შავი ზღვის დაინტერესებულ მხარეთა კონფერენციები მანამდე ჩატარდა ბუქარესტში (2014), სოფიაში (2015), ოდესაში (2015). კონფერენციის მთავარი თემებია: ცოდნის გაღრმავება ზღვის შესახებ, ზღვის კარიერის უზრუნველყოფა, საზღვაო პროექტების დაფინანსებისთვის წყაროებისა და მათ შესასრულებლად — პარტნიორების მოძიება.

 

მთავარი თემები