ქართული რთველი საფრანგეთში

© Ministry of Agriculture of Georgiaრთველი საფრანგეთში
რთველი საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მეღვინემ ილია კახოიძემ საფრანგეთში კახური ვენახი გააშენა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი — მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

„საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე გაკეთდა მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს", — განაცხადა ილია კახოიძემ.

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaრთველი საფრანგეთში
რთველი საფრანგეთში - Sputnik საქართველო
რთველი საფრანგეთში

მან აღნიშნა, რომ ისინი საფრანგეთის ბაზარზე ქართული ღვინის დასამკვიდრებლად ხშირად მართავენ შეხვედრებს რესტორნების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, სადაც საუბარია ქართულ ღვინოზე, მისი მომხმარებლისთვის შეთავაზების წესზე, რადგან მათთვის ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინო უცხოა და ის მიწოდებული უნდა იყოს როგორც ქართული ქარვისფერი.

ანტიბაში წელს გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემაც მიიღო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. საფრანგეთი ამ მხრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ღვინის ისეთი ფორმით პრომოუშენს, როგორსაც ანტიბაში ქართველი და ფრანგი მეღვინეები ერთობლივად ახორციელებენ, სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კულტურა აქ მთელი სიცხადით არის მოწოდებული", — აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.

მინისტრის მოადგილემ აქვე ისიც აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პრესტიჟულ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, რაც ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

ყველა ახალი ამბავი
0