ქართულ ეკონომიკაში სტაბილური ზრდა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Stringerდამსვენებლები სარფში
დამსვენებლები სარფში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური ზრდა განპირობებულია საქონლის ექსპორტისა და მომსახურების (ტურიზმი), ასევე საქართველოში ფულადი გადმორიცხვების ზრდით.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის ივლისში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8% შეადგინა, ხოლო 2017 წლის იანვარ-ივლისში — 4,4%, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2017 წლის პირველ შვიდ თვეში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდას აჩვენებენ, რაც საგარეო სექტორის გაუმჯობესებით შეიძლება აიხსნას, მიიჩნევენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ნორვეგია - Sputnik საქართველო
საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა

ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, რომ გაიზარდა საქონლის ექსპორტი და მომსახურება (ტურიზმი), ასევე ფულადი გადმორიცხვები. ამ ფაქტორებთან ერთად გაიზარდა მოხმარება, რაც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

ამასთან, შიდა მოთხოვნა და საერთო ეკონომიკური აქტივობა თავის პოტენციურ დონესთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია და, ამგვარად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლა არ ხდება.

საქართველოში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 4%-ზეა დაგეგმილი. EBRD-ს პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5% უნდა იყოს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0