სამეგრელოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

CC BY-SA 2.0 / M van Ree / Halyomorpha halysაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პირადად გაეცნო, როგორ მინდინარეობს სამეგრელოში მავნებელთან ბრძოლა

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სამეგრელოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება, სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავიტაშვილი გაეცნო, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-ის ოფიციალური გვერდი.

"სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობაც მზად არის აქტიურად ჩაერთოს მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პირველ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა თხილის ფართობები და თანმიმდევრულად ჩატარდება სხვა კულტურებშიც. ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება, რათა მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შევამციროთ", — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
აზიური ფაროსანა გურიაში ლოკალიზებულია

მიისტრი სამეგრელოს რეგიონს ეწვია და სიმინდის და თხილის ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით მავნებელთან ბრძოლოს პირველ ეტაპზე 53 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა. ღონისძიებების მეორე ეტაპზე კი 20 ათასამდე ჰექტარია უკვე დამუშავებული და სულ 50 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი.

ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ზუგდიდის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი.

© FB / National Food Agencyაზიურ ფაროსანას წინააღდეგ ბრძოლის სამუშაოები
Обработка сельскохозяйственных земель против мраморных клопов  - Sputnik საქართველო
აზიურ ფაროსანას წინააღდეგ ბრძოლის სამუშაოები

საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესი ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი,რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და ფართობებში ყოველ 50 მეტრში დამონტაჟებულია მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები.

ზუგდიდში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში შექმნილია მავნებელთან ბრძოლის დროებითი შტაბი.

 

ყველა ახალი ამბავი
0