ქართული ვისკი JIMSHER მსოფლიო სადეგუსტაციო კონკურსზე ვერცხლით დაჯილდოვდა

© FB / Jimsherპირველი ქართული ვისკი JIMSHER
პირველი ქართული ვისკი JIMSHER - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ სითხეს ქართული აქცენტი აქვს და ინდივიდუალურობით გამოირჩევა, აღნიშნა ვისკის ავტორმა ჯიმშერ ჩხაიძემ.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სადეგუსტაციო კონკურსზე ლონდონში World whiskey Masters (London, 2017) სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით კონკურსანტს შორის ქართულმა ვისკიმ JIMSHER ვერცხლის მედლები მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიაში.

კონკურსზე საერთაშორისო ექსპერტების 18-კაციანი ჯგუფი ნიმუშებს ბრმად არჩევდა. ქართული ვისკი მათ შეაფასეს, როგორც ქართული მეღვინეობისა და კულტურის ახალი აღმოჩენა.

ვისკის ნაირსახეობა - Sputnik საქართველო
თბილისი ვისკის ფესტივალს პირველად უმასპინძლებს

ვისკის ავტორის, ჯიმშერ ჩხაიძის განცხადებით, ის მოხარულია, რომ პირველმა ქართულმა ვისკიმ ლონდონის მნიშვნელოვან კონკურსზე, სადაც ჟიურის წევრები გადაწყვეტილებას ე. წ. ბრმა მეთოდით იღებდნენ, ვისკის სამყაროში სერიოზული განაცხადი გააკეთა.

„მერწმუნეთ, მას შემდეგ, რაც ვისკის დააგემოვნებთ, ნახავთ, რომ ამ სითხეს ქართული აქცენტი აქვს და ინდივიდუალურობით გამოირჩევა", — აღნიშნა ჩხაიძემ.

პირველი ქართული ვისკი ოთხი თვეა, რაც ქართულ და ასევე საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდა და მან უკვე დაიკავა თავისი ნიშა, აღნიშნა ჩხაიძემ.

ვისკის პირველი ექსპორტი განხორციელდა ჩინეთში, შემდეგ პოლონეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული ვისკის ევროპული ქვეყნების ბაზარზე გატანის თაობაზე.

ქართული ვისკის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ზვიად ციკოლიას ეკუთვნის.

World whiskey Masters-ში მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნები, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0