ერმუხამედ ერტისბაევი: საქართველო ყაზახეთისთვის ვალის გადახდას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliერმუხამეტ ერტისბაევი
ერმუხამეტ ერტისბაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩის თქმით, იმ დროს, როცა ყაზახეთმა საქართველოს ეს თანხა ასესხა, თავად ყაზახეთში „საკმაოდ მძიმე ვითარება იყო“.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველო ყაზახეთისთვის სახელმწიფო ვალის გადახდას სექტემბერში დაიწყებს, იუწყება სააგენტო „Sputnik-ყაზახეთი“ საქართველოში ყაზახეთის ელჩ ერმუხამედ ერტისბაევზე დაყრდნობით.

„სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველო დაიწყებს სახელმწიფო ვალის გადახდას ყაზახეთისთვის. ჩვენ თავის დროზე ქართველებს დაახლოებით 27,5 მლნ დოლარი ვასესხეთ ჯერ კიდევ 20 წლის წინ, 90-იანების შუა წლებში“, — აღნიშნა ერტისბაევმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან იქვე აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა ყაზახეთმა საქართველოს ეს თანხა ასესხა, თავად ყაზახეთში „საკმაოდ მძიმე ვითარება იყო“.

ყაზახეთის ელჩი: საქართველოში მშობლიური და თბილი ატმოსფეროა - Sputnik საქართველო
ყაზახეთის ელჩი: საქართველოში მშობლიური და თბილი ატმოსფეროა

„მაშინ ჩვენი სახელმწიფო ხაზინაც პრაქტიკულად ცარიელი იყო… მაგრამ საქართველოს ეს სახსრები ძალიან სჭირდებოდა. მაშინ ედუარდ შევარდნაძე ძლივსძლივობით ინარჩუნებდა ხელისუფლებას, ხოლო ჩვენს პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ამიტომ ვასესხეთ ფული. როცა ელჩად მიმავლინეს 2013 წელს, მაშინვე დავაყენე საკითხი – მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ვალი დასაბრუნებელია და ეს პრობლემა რამენაირად უნდა გადავჭრათ-მეთქი. მოლაპარაკებები გვქონდა“, — განმარტა ელჩმა.

როგორც ერტისბაევი ამბობს, საქართველო ვალს „პარიზის კლუბის“ სქემით გადაიხდის — ძალიან დაბალი პროცენტით.

პარიზის კლუბი — კრედიტორი ქვეყნების არაოფიციალური ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წლიდან არსებობს. მისი მიზანია განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ვალების რესტრუქტურიზაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ივნისის შუა რიცხვებში ხელი მოაწერა ყაზახეთის ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ვალი 27,77 მილიონი დოლარიდან 25,48 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0