მინისტრი: რუსეთის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გრაფიკით მიდის

© Sputnik / Alexander Imedashviliენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინებით წყდება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

"ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. არის მონაკვეთები, სადაც მშენებლობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს და სადაც იყო მოსახლეობის პოლიტიზირების მცდელობა", — განაცხადა მინისტრმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციაზე მუშტებით: ხანდოს ხეობელები ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და გარკვეული ექსპერტები გაერთიანდნენ და ამ საკითხის პოლიტიზირებას ცდილობენ.

"ჩვენს ინტერესებშია, რომ ყველა სამუშაო მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარდეს, რამდენიმე ვარიანტს ვამუშავებთ და პროცესი დასასრულს უახლოვდება. ეს ელექტროგადამცემი ხაზის 100-კილომეტრიანი ტრასის 12-კილომეტრიანი მონაკვეთია. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვექნება, ჩვენ მათ ყველაფერს ავუხსნით და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს", — განაცხადა ელოშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგადად ხაზის მშენებლობის სამუშაოები გეგმის მიხედვით სრულდება.

კონფლიქტის ძირითადი მიზეზი გახდა ხმები იმის შესახებ, რომ ელექტროგადამცემი ხაზი სოფლების მუგუდას და ხანდოს სასაფლაოებზე გაივლის, თუმცა ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ელექტროგადამცემი ხაზები დარიალის ხეობაში - Sputnik საქართველო
დუშეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებენ

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საპატრიარქომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოჯახური ტურიზმი მთაში — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ სფეროზე ნეგატიურად აისახება.

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ახორციელებს "ენერგოტრანსი" — სააქციო საზოგადოება, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" შვილობილი კომპანია. მშენებლობის მიზანია ამ რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ერთიან ენერგოსისტემაში ინტეგრირება და რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლის გაუმჯობესება.

პროექტის ღირებულება, რომელსაც რეკონსტრუქციისა და განვითარების გერმანული ბანკი (KfW) აფინანსებს, 25 მილიონ ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0