12:56 28 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
ბუნებრივი აირი

თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა

© Sputnik / Levan Avlabreli
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
77 0 0

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 20 ივლისიდან თბილისელებს ბუნებრივი აირის ტარიფი 1,2%-ით გაუზარდა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" აბონენტთათვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტარიფი 46,153 თეთრამდე გაიზარდა (დღგ-ის ჩათვლით), იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიის განაცხადის საფუძველზე მიიღო. ტარიფი 2017 წლის 20 ივლისიდან იზრდება და 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

ამჟამად ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისში 45,62 თეთრს/1 კუბ. მეტრზე შეადგენს. საშუალოდ, თბილისში მცხოვრები ოჯახი ბუნებრივ აირზე ზამთარში 200 ლარს იხდის, ზაფხულში — 50 ლარამდე.

 

მთავარი თემები