საქართველოს ხელისუფლებამ ტრანსცხიმებს ბრძოლა გამოუცხადა

© Fotolia / Sea Waveკარაქი
კარაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსცხიმები, რომლებსაც იყენებენ ჩიფსებსა და მარგარინში ტოქსიკურია.

თბილისი, 24 ივნისი —Sputnik. 1 აგვისტოდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება  „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში სურსათის მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. ახალი რეგულაციის მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი ტრანსცხიმს არ უნდა შეიცავდეს. 

აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათი ამოიღოს რეალიზაციიდან და გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 1000 ლარით (დაახლოებით 420 დოლარი). ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის მიზნით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის 136 ნიმუშს აიღებს. 

სურსათი - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყველა ოპერატორის შესამოწმებლად 20 წელი დასჭირდება

ტრანსცხიმი არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოო პროცესში ცხიმების ნაწილობრივი ჰიდროგენიზაციის დროს. ხშირად იყენებენ რძის შემცველ პროდუქტებში, მაგალითად, მარგარინში, სპრედში, ნაყინში, საკონდიტრო ნაწარმში, სწრაფი კვების პროდუქტებში და სხვა.

ტრანსცხიმები ძალიან ტოქსიკურია, ისინი ორგანიზმში გროვდება და იწვევს სტრესს, ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებს, კიბოს, ჰორმონალურ დარღვევებს და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0