უნგრეთში საქართველოსთვის მინი-ჰესი დაამზადეს

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიელექტროსადგური
ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის განკუთვნილ პირველ მინი-ჰესს საპილოტე პროექტის განსახოციელებლად გამოიყენებენ, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში დანადგარების კიდევ რამდენიმე კომპლექტის მოწოდება განხორციელდება.

თბილისი, 23 ივისი — Sputnik. საქართველოსთვის პირველი მინი-ჰესი დაამზადა უნგრულმა საწარმომ Ganz EEM, რომელიც კორპორაცია „როსატომის“ ჰოლდინგ „ატომენერგომაშში“ შედის, მინი-ჰესი უკვე მზად არის გამოსაგზავნად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „ატომენერგომაშის“ გენერალურ დირექტორზე ანდრეი ნიკიპელოვზე დაყრდნობით.

„დანადგარი გასაგზავნად და მოედანზე დასამონტაჟებლად მთლიანად მზად არის. ახლა დამკვეთისგან მოედნის ადგილის არჩევას ველოდებით. როგორც კი ეს მოხდება, დანადგარი გაიგზავნება“, — განაცხადა ნიკიპელოვმა ფორუმ „ატომექსპო 2017“-ის კულუარებში.

© Ganz EEMსაქართველოსთვის პირველი მინი-ჰესი უნგრეთში დამზადდა
Мини-ГЭС производства завода Ganz EEM, входящего в холдинг Атомэнергомаш корпорации Росатом - Sputnik საქართველო
საქართველოსთვის პირველი მინი-ჰესი უნგრეთში დამზადდა

2016 წლის ბოლოს ხელმოწერილი აღნიშნული კონტრაქტი „როსატომისთვის“ პირველი კონტრაქტია უცხოეთში თავისი მინი-ჰესების მიწოდების კუთხით.

მინი-ჰესის დამკვეთია კომპანია International Energy Corporation, LTD (საქართველო), რომელიც ჰიდროენერგეტიკულ მიმართულებას ავითარებს. კონტრაქტის პირობებით, ის საპილოტე სადგურს და შემდეგ კიდევ რამდენიმე მინი-ჰესს (ნომინალური სიმძლავრით 0,6-2 მეგავატი) შეიძენს.

ამჟამად International Energy Corporation-ი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 49 მეგავატამდე საერთო სიმძლავრის რვა მცირე და საშუალო ჰესს ფლობს, კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარების გაგრძელებას აპირებს.

ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობას უარყოფს

მინი-ჰესის ძირითადი უპირატესობებია გამომუშავებული ელექტროენერგიის დაბალი თვითღირებულება, მოკლე ვადაში დანადგარების მოწოდების შესაძლებლობა, მონტაჟისთვის საჭირო უმნიშვნელო მიწის სამუშაოები, მარტივი და სწრაფი მონტაჟი. კომპაქტურ დანადგარს ყველა საჭირო მოწყობილობა გააჩნია, რომელიც მინი-ჰესის მუშაობის, მართვისა და კონტროლისთვის არის საჭირო.

სადგური წარმოადგენს კონტეინერში დამონტაჟებულ ტურბინასა და დამხმარე დანადგარების კომპლექტს. კონტეინერის ტიპის კონსტრუქცია ამოქმედების ვადებისა და სამშენებლო სამუშაოების ღირებულების რამდენჯერმე შემცირებას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0