„აწარმოე საქართველოში": ლიმონათის ქარხანა „ხილიანი"

© Sputnik / Levan AvlabreliGeorgian Lemonade
Georgian Lemonade - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ხილის სასარგებლო თვისებებზე ბევრი დაწერილა და თქმულა. ამჟამად ლიმონათის ჩამოსასხმელ ქარხანაში 80 ადამიანია დასაქმებული. მათი უმეტესობა ნატახტრისა და ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებია.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ქართულ ხილს აქვს უნიკალური უნარი – შეინარჩუნოს თავისი არომატი გადამუშავების შემდეგაც.

© Sputnik / Levan AvlabreliGeorgian Lemonade-ს ქარხანა
Лимонадный завод компании Georgian Lemonade - Sputnik საქართველო
Georgian Lemonade-ს ქარხანა

სწორედ ამ უნიკალური თვისების გამოყენება გადაწყვიტა ვარაზ ასპანიძემ და მეგობრებთან ერთად, მისი თქმით, ქვეყანაში ერთადერთი ლიმონათის ჩამოსასხმელი ქარხანა გახსნა, სადაც იყენებენ ნაყენს ნატურალური ხილის საფუძველზე.

„Sputnik-საქართველო" ნატახტარში „ქართული ლიმონათის" ქარხანას ეწვია, რომელიც აწარმოებს ლიმონათს დასახელებით „ხილიანი", და წარმოების პრინციპებსა და მეთოდს გაეცნო.

„თქვენთვის ცნობილია, რომ ადგილობრივი ხილის არომატი განსაკუთრებულია მისი ადგილმდებარეობიდან, ხილის ჯიშებიდან გამომდინარე და ეს ლიმონათს თავის უნიკალურ გემოს ანიჭებს. გაგვიჩნდა იდეა, ავაღორძინოთ ეს დარგი და, სხვებისგან განსხვავებით, ლიმონათი ვაწარმოოთ ადგილობრივი ხილისგან, როგორც ეს ათეული წლების განმავლობაში ხდებოდა", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" "ქართული ლიმონათის“ დამფუძნებელმა ვარაზ ასპანიძემ.

© Sputnik / Levan AvlabreliGeorgian Lemonade-ის ქარხანა
Georgian Lemonade достаточно популярен на грузинском рынке - Sputnik საქართველო
Georgian Lemonade-ის ქარხანა

ასპანიძეს ლიმონათის წარმოების ქარხნის გახსნის იდეა 2013-2014 წლების მიჯნაზე გაუჩნდა. ქარხნის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, ხოლო პროდუქციის წარმოება — 2015 წლის აგვისტოში.

© Sputnik / Levan Avlabreliსამუშაო პროცესი ქარხანაში
Рабочий процесс на Georgian Lemonade - Sputnik საქართველო
სამუშაო პროცესი ქარხანაში

ქარხნის გახსნაში საკვანძო როლი შეასრულა სახელმწიფო პროგრამამ „აწარმოე საქართველოში", რომლის წყალობით კომპანიის დამფუძნებლებმა დაახლოებით 1,2 მლნ აშშ დოლარის კრედიტის აღება შეძლეს. თანხის 80% ახალი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდა.

„გამოგვიყვეს ვალი ბანკიდან, რომლის ძირითად პროცენტს ორი წლის განმავლობაში ფარავდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში". თქვენ იცით, რომ წარმოებისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია. ბიზნესისთვის, რომელიც სტარტაპია, ფაქტობრივად უფასო ფული ძალზე მომგებიანია. და სწორედ ამ დახმარების წყალობით მოხდა, რომ კომპანია ორ წელიწადში განვითარდა და ბაზარზე თავისი ადგილი დაიკავა", — აღნიშნა მან.

© photo: Sputnik / Stringerლიმონათის ქარხანამ წარმოება 2015 წლის აგვისტოში დაიწყო
Лимонадный завод  начал производство в августе 2015 года - Sputnik საქართველო
ლიმონათის ქარხანამ წარმოება 2015 წლის აგვისტოში დაიწყო

ლიმონათის ქართულ ბაზარზე მრავალი კომპანიაა წარმოდგენილი, კონკურენციის დონე ძალზე მაღალია. თუმცა, "ხილიანის" მწარმოებლები დარწმუნებული არიან, რომ ნატურალური ხილის ნაყენისგან ლიმონათის წარმოებით მომხმარებლის მეტ ნდობას მოიპოვებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმო 2015 წლის აგვისტოში ამუშავდა, კომპანიის დამფუძნებლებმა ფინანსური ანგარიში პირობითად 2016 წლიდან დაიწყეს.

ამგვარად, გასულ წელს მათ აწარმოეს დაახლოებით 2,5 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო საზღვარგარეთ გატანილი პროდუქციის საერთო ღირებულებამ 1 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება განსხვავებას შიდა ბაზრისთვის წარმოებული და ექსპორტზე გატანილი პროდუქციის რაოდენობას შორის, ასპანიძის აზრით, იმის წყალობით, რომ ლიმონათი საზღვარგარეთ პოპულარობით სარგებლობს, საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა საქართველოსთვის წარმოებული ლიმონათის რაოდენობას გაუტოლდება.

„ამ ეტაპზე ექსპორტს ვახორციელებთ რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, თურქეთსა და ერაყში. პროდუქცია გაგვაქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც — ესტონეთში, ლატვიაში. ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ყაზახეთთან, რომელიც, ვფიქრობთ, უმოკლეს პერიოდში წარმატებით დასრულდება", — განაცხადა ასპანიძემ.

„ხილიანი" მომხმარებელს სთავაზობს ლიმონათებს მოხიტოს, სიტროს, ტარხუნის, ასევე მსხლის, ლიმონის, ფეიხოასა და ყურძნის გემოთი.

კომპანიის მფლობელები მიღწეულით არ კმაყოფილდებიან. ზუსტად ორი თვის წინ მათ დაიწყეს ენერგეტიკული სასმელის nr.ge წარმოება.

© Sputnik / Levan Avlabreliვარაზ ასპანიძე - Georgian Lemonade-ს დამფუძნებული
Вараз Аспанидзе - основатель Georgian Lemonade - Sputnik საქართველო
ვარაზ ასპანიძე - Georgian Lemonade-ს დამფუძნებული

 

 

 

 

ამჟამად ლიმონათის ჩამოსასხმელ ქარხანაში 80 ადამიანია დასაქმებული. მათი უმეტესობა ნატახტრისა და ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0