თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბათუმის მიმართულებით ფრენებს ექვსი ახალი ავიაკომპანია გეგმავს, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ქართულ ავიაბაზარზე შემოდიან და განახორციელებენ ფრენებს შემდეგი მიმართულებით:
Fly Dubai — დუბაი-ბათუმი-დუბაი
Wings of Lebanon — ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთი
Anda Air — კიევი-ბათუმი-კიევი
Nordavia — ს.პეტერბურგი-ბათუმი-ს.პეტერბურგი
Nordstar Airlines — მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი
Severstal — ჩერეპოვეცი-ბათუმი-ჩერეპოვეცი
ზაფხულის პერიოდში ბათუმის მიმართულებით სულ 21 ავიაკომპანია იფრენს.
ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება. ტურისტებისთვის ბათუმი დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.