აგრობიზნესში გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში სტაჟირებაზე იწვევენ

© http://www.graf.geრაჭა, სოფელი გონა
რაჭა, სოფელი გონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შერჩეულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ გაეცნონ აგრარულ სფეროში არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, აღჭურვილობებსა და მომსახურებას, დაამყარონ კავშირები მომავალი საქმიანი თანამშრომლობისთვის, აგრეთვე მიიღონ ცოდნა საბაზრო ბიზნესის მეთოდებზე.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში აგრობიზნესში სტაჟირების პროგრამაში მონაწილოების მიღება შეუძლიათ, იუწყება პორტალი Europe for Georgia. 

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ბიზნეს-სტაჟირების სპეციალური პროგრამა "საბიტის" (SABIT) ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.

პროგრამა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 18 სპეციალისტის უფასო სწავლებას ითვალისწინებს. მონაწილეობის მსურველებს აგროსფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ და იკავებდნენ საპასუხისმგებლო პოზიციას კომპანიებში, გარდა ამისა, თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ ან რუსულ ენას. სასურველ კანდიდატებს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო შეარჩევს.

ანკეტის შევსების ბოლო ვადაა 9 ივნისი. სწავლება 19 აგვისტოს იწყება და 9 სექტემბრამდე გრძელდება.

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთში ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ხორციელდება

"საბიტი" შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ სფეროში არსებულ რეგულაციებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, აღჭურვილობებსა და მომსახურებას, დაამყარონ კავშირები მომავალი საქმიანი თანამშრომლობისთვის, აგრეთვე მიიღონ ცოდნა საბაზრო ბიზნესის მეთოდებზე.

სამკვირიანი სტაჟირების დროს მონაწილეები დაესწრებიან სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას Farm Progress Show. სასწავლო პროგრამაში შესულია საკითხები ნორმატივებზე, კანონმდებლობაზე, ბიზნეს-გეგმების შედგენაზე, კულტურათაშორის კომუნიკაციებსა და მოლაპარაკებებზე, აგრეთვე ბიზნესის მართვაზე. სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც აგრობიზნესის ცალკეულ სფეროებში მოღვაწეობენ და შეხვდებიან დარგის სპეციალისტებს.

სტაჟირების დროს განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა აგროქიმიკატები, მემცენარეობა, მეცხოველეობა, გადამუშავება, პროდუქციის მარკეტინგი, დისტრიბუცია და სოფლის მეურნეობის აღჭურვილობა.

ამერიკის მთავრობა საკუთარ თავზე იღებს პროგრამაში მონაწილეების კიევიდან, მოსკოვიდან ან სტამბულიდან ფრენის, საცხოვრებელი და კვების, სწავლების, თარჯიმნების მომსახურებისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს, ამასთანავე, სტიპენდიას 400 აშშ დოლარის რაოდენობით.

SABIT-ის ფარგლებში დღემდე სტაჟირება ევრაზიის, სამხრეთ აზიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 6 ათასმა მენეჯერმა გაიარა. 

ყველა ახალი ამბავი
0