საქართველოში ყავის ქარხანა შენდება

© Pixabay / Christophყავა
ყავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყავის ახალი ქარხანა, რომელიც აპარატის ყავას აწარმოებს, თბილისის მახლობლად, კახეთის გზატკეცილზე შენდება.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. კახეთის გზატკეცილზე კომპანია "კაფსულომ" ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დასრულებას 2-3 თვეში ვარაუდობენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქარხნის ხელმძღვანელი ბეჟან გურგენიძე აღნიშნავს, რომ პირველად საქართველოში შპს "კაფსულო" აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. ყავა აფრიკიდან, სამხრეთი და ცენტრალური ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოვა. კომპანია პირველ პროდუქციას ბაზარზე კაფსულის ფორმებში წლის ბოლომდე გამოიტანს.

გურგენიძის განცხადებით, კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ყავის ხარისხი, ტექნოლოგია და ამაზე მომუშავე კვალიფიციური კადრი. კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ისინი თანამშრომლებს ევროპის ქვეყნებში ტრენინგებზე გზავნიან.

თხილი - Sputnik საქართველო
„GEO FOOD“ - ახალი საწარმო სამეგრელოში

კომპანია "კაფსულო" მომავალში გეგმავს, წარმოებული პროდუქციის 50% ექსპორტზე გაიტანოს. საექსპორტო ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი მოიაზრებიან.

ბრენდის სახელზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და მისი სახელწოდება მოგვიანებით იქნება ცნობილი, აღნიშნა გურგენიძემ.

ქარხანა ქართული და უცხოური ინვესტიციით შენდება.

ყველა ახალი ამბავი
0