ანდრეი რაზინი საქართველოს რძის ოლიმპიადაზე ჩამოვა

© RIA Novosti . Alexey Dainitschew / გადასვლა მედიაბანკშირძის პროდუქტების წარმოება
რძის პროდუქტების წარმოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რძის ოლიმპიადის ფარგლებში ბათუმში ყველის ფესტივალი, სემინარები, ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა ღონისძიებები გაიმართება.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მოსკოვის ოლქის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ანდრეი რაზინი მონაწილეობას მიიღებს რძის IX საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც ბათუმში 21-25 მაისს გაიმართება, აღნიშნულია რუსული უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქართული ყველი - Sputnik საქართველო
რატომ არის უფრო მომგებიანი იმერული ყველის რძის ფხვნილით წარმოება და რას მივირთმევთ...

რძის ოლიმპიადა ყოველწლიური მოვლენაა რძის ბაზრის ყველა სეგმენტის წარმომადგენლებისთვის — მწარმოებლების, გადამამუშავებლების, მეცნიერების წარმომადგენლების, მიმწოდებლების, დარგის ექსპერტებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ზაფხულის რძის V სამიტი, ყველის III საერთაშორისო ფორუმი, ინოვაციური ფორუმი, კონფერენცია და პრაქტიკული სემინარები მწარმოებლებისთვის, ტექნიკური ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები, ასევე ყველის ფესტივალი.

რძის ოლიმპიადა გასულ წელს ბაქოში გაიმართა. მასში მსოფლიოს 15 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0