საქართველო „აბრეშუმის გზის პროექტის“ განვითარების დეკლარაციას შეუერთდა

© FB / Минфин Грузииდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აბრეშუმის გზის პროექტის“ ქვეყნებს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აუცილებელი ახალი ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით ერთიანი პლატფორმის შექმნა შეუძლიათ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ჩინეთში მიმდინარე ფორუმზე „ერთი გზა – ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" „აბრეშუმის გზის პროექტის" განვითარების დეკლარაციას ხელი მოაწერა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პეკინში 14-15 მაისს ტარდება საერთაშორისო ფორუმი „ერთი გზა – ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის", რომელშიც 29 სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერები მონაწილეობენ. ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "ერთი გზა – ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" მიმართულია ევრაზიის ქვეყნებს შორის ინფრასტრუქტურის შექმნისა და ურთიერთობების დამყარებისკენ. საუბარია აღმოსავლეთიდან დასავლეთში შეღავათიანი პირობებით საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის სავაჭრო დერეფნის შექმნაზე.

შეთანხმების ხელმოწერა ჩინეთსა და საქართველოს შორის - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ეკონომიკური და სოციალური ამოცანების განხორციელების მიზნით უნდა გაიზარდოს „აბრეშუმის გზის" ქვეყნების მთავრობათა როლი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საქმეში. მასში ასევე გათვალისწინებულია ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც შეიცავს ახალი ფინანსური საშუალებების ძიებას, მათ განაწილებას ეკონომიკის ძირითადი სექტორების თანახმად და რესურსების მართვას.

„პრიორიტეტი მიენიჭება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების, კაპიტალის, შრომითი რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას. ამავე დროს ახალმა ფინანსურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებში ექსპორტის წახალისებას ახალი საკრედიტო ხაზების გამოყოფით", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დეკლარაცია ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, საზოგადოებრივი ფონდების როლის გაზრდას და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წახალისებას.

ფორუმის ფარგლებში უკვე გადაწყდა, რომ ჩინეთი ახალი „აბრეშუმის გზის" მშენებლობაში მონაწილე განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად სამი წლის განმავლობაში 60 მილიარდ იუანს (8,7 მლრდ აშშ დოლარს) გამოყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0