საქართველოში ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა

გამოწერა
საქართველოდან საზღვარგარეთ ელექტრონული სისტემით ფულადი გადარიცხვები თებერვალში 7%-ით შემცირდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ელექტრონული სისტემების მეშვეობით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ თებერვლის თვეში 94,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12,1%-ით მეტია მიმდინარე წლის იანვრის თვის მონაცემზე და 17,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

საქართველოში გადმორიცხვების მოცულობით, ტრადიციულად, რუსეთი ლიდერობს. თებერვალში ამ ქვეყნიდან 30,3 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

მეორე ადგილზეა აშშ, საიდანაც საქართველოში 10,2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მას მოსდევენ საბერძნეთი (10,1 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9,9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (7,6 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (7,6 მლნ აშშ დოლარი).

საქართველოდან საზღვარგარეთ თებერვალში გადარიცხეს 14,6 მლნ აშშ დოლარი, რაც გასული წლის თებერვლის მონაცემზე 7%-ით ნაკლებია.

სულ ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ პირველ ორ თვეში 178 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 21,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0