საქართველოს სოფლებში ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

© FB / Georgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განვითარების გეგმის წარდგენაზე
გიორგი კვირიკაშვილი სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განვითარების გეგმის წარდგენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საქმიანობის ახალი სახეობების დანერგვისა, სტრატეგია სოფლის მცხოვრებთა ცხოვრების დონის ამაღლებას ითვალისწინებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა, რომლის თანახმად საქართველოში სამ წელიწადში იქნება თანამედროვე სოფლები ხელმისაწვდომი განათლებით, მედიცინითა და ინტერნეტით.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"თანამედროვეა სოფელი, როდესაც ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართული იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიის წარდგენის დროს.

საქართველოში მიმდინარეობს თანამედროვე სოფლების მშენებლობა და ინერგება ახალი ტექნოლოგიები, იქმნება ტექნოპარკები. დაწყებულია სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტი, რაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის წვდომას ხელმისაწვდომს გახდის და სოფლის ოჯახებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: სოფლის მეურნეობა ბიზნესად უნდა იქცეს

ამასთან ერთად პრემიერმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის მიღებით სოფლის მოსახლეობისთვის, რომელიც მცირე მეწარმეობით არის დაკავებული, ახალი შესაძლებლობები გაიხსნება.

"ეს ის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეებს შეექმნათ, რათა დაამყარონ კავშირები ევროპაში შესაძლო პარტნიორებთან, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში, შეიცნონ და გამოიყენონ ის ახალი შესაძლებლობები, რასაც უვიზო მიმოსვლა სთავაზობს საქართველოს ყველა მცხოვრებს", — აღნიშნა პრემიერმა.

ამავე დროს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგია, ეკონომიკისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით, მიმართულია თანამედროვე სოფლის განვითარებაზე.

"სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები აგრარულ, ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში", — აღნიშნა მინისტრმა.

მაყვალი - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა აგრონომმა კახეთში გიგანტური მაყვალი მოიყვანა

დავითაშვილის თქმით, ახალი სტრატეგია ითვალისწინებს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის საქართველოსთვის ტრადიციულ მიმართულებებს, არამედ ახლის ათვისებასაც, რაც ქვეყნის მცხოვრებლებს მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს — გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0