ურეკს წლის ბოლომდე 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება

© Fotolia / Sondemწყლის ჭიქა
წყლის ჭიქა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24–საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ურეკს წლის ბოლომდე უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. ამჟამად მიმდინარეობს წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ონკანი აბაზანაში - Sputnik საქართველო
საქართველოს სამ ქალაქში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების განახლება იგეგმება

ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, პროექტის დასრულების შემდეგ  ადგილობრივი მოსახლეობა 24–საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, კანალიზაციის  ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შედეგად კი შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. 

პროექტის ჯამური  ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, სამუშაოებზე დასაქმებულია  200 —ზე მეტი ადამიანი.

მშენებლობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოები დააფინანსა აზიის განვითარების ბანკმა.  

 

ყველა ახალი ამბავი
0