თბილისში ენერგეტიკის შესახებ ევროკავშირის პროგრამის ოფისი გაიხსნა

© Минэнерго ГрузииEU4Energy-ის ოფისის გახსნა
EU4Energy-ის ოფისის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს ენერგომატარებლების, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის წყაროს განახლების საკითხებში დაეხმარება.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისში ევროკავშირის პროგრამის — აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში  ენერგეტიკის განვითარების სფეროს (EU4Energy) მმართველობის პროექტის  რეგიონალური ოფისი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ახალი პროგრამის ამოქმედების შესახებ შეთანხმებას 2016 წლის ივნისში  საერთაშორისო ორგანიზაცია „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ“ და ევროპულმა კომისიამ მოაწერეს ხელი. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამა INOGATE-ის გაგრძელებას.

პროგრამა გათვლილია ოთხ წელზე და ექვს ქვეყანას ფარავს — მოლდოვას, უკრაინას, სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს.

„ევროკავშირის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს წევრ-ქვეყნებს შორის  რეგიონალური თანამშრომლობის მაღალი ხარისხი ყველა სფეროში, რომელიც ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის პრინციპზე მოქმედი ერთიანი ბაზრის შექმნას გულისხმობს, სადაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკული რესურსის მიწოდების უსაფრთხოება, ხოლო მისი გარანტი კი  სოლიდარობის პრინციპის საყოველთაო აღიარებაა“, — განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ოფისის გახსნისას.

EU4Energy იმუშავებს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგეტიკის, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის წყაროების განახლების საკითხებზე. პროგრამას საერთო კოორდინაციას „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნო გაუწევს. პროგრამის ბიუჯეტი 6,8 მლნ ევროა.


ყველა ახალი ამბავი
0