საქართველო ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში 108-ე ადგილზეა

© Sputnik / Denis Aslanovაღმაშენებლის გამზირი, თბილისი
აღმაშენებლის გამზირი, თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგი მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით შეადგინა ერთ სულ მოსახლეზე მოსული მთლიანი შიდა პროდუქტისა და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველომ 189 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა ჟურნალ Global Finance-ს რეიტინგში.

გამოცემამ რეიტინგი მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით შეადგინა ერთ სულ მოსახლეზე მოსული მთლიანი შიდა პროდუქტისა და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. 

საქართველომ უკან ჩამოიტოვა სომხეთი და უკრაინა, რომლებიც 114-ე და 116-ე ადგილებზე გავიდნენ (შესაბამისად), და ჩამორჩა მეზობელ აზერბაიჯანს, რომელმაც 71-ე ადგილი დაიკავა.

ყველაზე მდიდარი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ყატარი, ლუქსემბურგი, მაკაო, სინგაპური, ბრუნეი, ქუვეითი, ირლანდია, ნორვეგია, არაბეთია გაერთიანებული საამიროები, და სან-მარინო.

ყველაზე ღარიბი ქვეყნები კი არიან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა,  კონგო, ბურუნდი, ლიბერია, ნიგერი, მალავი, მოზამბიკი, გვინეა, ერითრეა, მადაგასკარი და კომორის კუნძულები.

აშშ რეიტინგში მე-13 ადგილზე გავიდა, რუსეთი — 52-ე, დიდი ბრიტანეთი — 27-ე, გერმანია 28-ე.

ყველა ახალი ამბავი
0