საქართველოში რუსეთიდან სულ უფრო ნაკლები თანხა შემოდის

© photo: Sputnik / Stringerვალუტა
ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ 2016 წელს 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ისევ რუსეთი ლიდერობს – 2017 წლის იანვარში ამ ქვეყნიდან 26,5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, თუმცა ეს 2016 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით 36,3%-ით ნაკლებია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

რუსეთზე იანვრის თვეში ელექტრონული სისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 31,5% მოდის. იანვრის თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში სულ 83,9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,1%-ით მეტია.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: საბიუჯეტო ხარჯები ეკონომიკურ გამოწვევებზე უნდა იყოს მორგებული

გადმორიცხვების მოცულობით მეორე ადგილი უჭირავს იტალიას, საიდანაც საქართველოში 9,6 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. მას მოსდევს აშშ (9,5 მლნ დოლარი), საბერძნეთი (9,3 მლნ დოლარი), ისრაელი (6,4 მლნ დოლარი), თურქეთი (6,2 მლნ დოლარი) და ა.შ.

საქართველოდან საზღვარგარეთ 2017 წლის იანვარში გადაირიცხა 13,4 მლნ აშშ დოლარი, რაც გასული წლის იანვრის მონაცემზე 11,9%-ით მეტია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ სულ 2016 წელს 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. საქართველოდან საზღვარგარეთ 2016 წელს 194 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა გადაირიცხა, რაც 2015 წლის მონაცემზე 14%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0