06:38 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ბათუმის პორტი

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
2712

საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ფეროშენადნობები გადის, ხოლო შემოდის – ნავთობპროდუქტები.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. 2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 22%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს. 

წლის პირველ თვეში ექსპორტმა 177 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 45%-ით მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე. ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ამ პერიოდში ფეროშენადნობებს, ღვინოს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროს, თხილსა და კაკალს უჭირავს. 

მსოფლიოში მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარე შოკების ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, აღნიშნავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.  

2017 წლის იანვარში იმპორტმა 474 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებზე. 

იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს უჭირავს, ასევე მსუბუქ ავტომანქანებს, ნავთობის აირებს, ხორბალს, ელექტროტრანსფორმატორებსა და მედიკამენტებს. 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საანგარიშო პერიოდში 298 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 46%-ს შეადგენს. 

მთავარი თემები