ეკონომიკის მინისტრი: „გაზპრომთან" შეთანხმება საქართველოსთვის წამგებიანია

გამოწერა
პირველად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა შეაფასა ნეგატიურად საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის დადებული ხელშეკრულება.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ეკონომიკური  თვალსაზრისით „გაზპრომ ექსპორტთან“  შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისთვის  წამგებიანია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

გაზპრომი - Sputnik საქართველო
საქართველოს შეთანხმება "გაზპრომთან": საფრთხეები და შეფასებები

„გაზპრომ ექსპორტმა“ და ქართულმა მხარემ მიაღწიეს შეთანხმებას სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის პირობების შეთანხმებისა და ასევე სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისათვის შესაბამის ფინანსური გადახდების შესახებ.

„ეკონომიკურ ნაწილში, დღევანდელ ვითარებასთან შედარებით, ჩვენ წავაგებთ. ეს ეკონომიკურ ნაწილში გამარჯვება არაა… როდესაც ჩვენ გვაქვს შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორთან (აზერბაიჯანთან), რომელიც საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას ჩვენთვის გაზით მოწოდება კომერციულ ფასში განახორციელოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ნულის ტოლია“, — განაცხადა გახარიამ.

მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ზიანი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს და გააუარესა საქართველოს ენერგოსექტორის მდგომარეობა. მან მოუწოდა პარლამენტს, მიიღოს ქმედითი ზომები — გაამკაცროს ზედამხედველობის ფუნქცია და ასევე წარმოადგინოს გეგმა, როგორ უნდა გადაილახოს მოსალოდნელი რისკები და საფრთხეები. თუმცა, ხელისუფლება აღნიშნულ შეთანხმებას „შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად მომგებიანს“ უწოდებს

გაზპრომი - Sputnik საქართველო
საქართველო განაგრძობს მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტის პირობების თაობაზე

თავის მხრივ, რუსულმა მხარემ Sputnik-თან აღნიშნა, რომ „გაზპრომ ექსპორტმა“ ქართველ პარტნიორებს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვისათვის ეკონომიკურად მიმზიდველი პირობები შესთავაზა.

„გაზპრომ ექსპორტთან“ დადებული შეთანხმების დეტალები ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტარნზიტისთვის რა ღირებულებას მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, გაზპრომ ექსპორტი“ სომხეთისთვის საქართველოს გავლით წელიწადში 2–2,2 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას გეგმავს. ამასთან, მოლაპარაკების თანახმად, საქართველო აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთისგან გაზს მიიღებს არა 215 დოლარად ათას კუბომეტრზე, არამედ 185 დოლარად. 

2016 წელს საქართველო დღე–ღამეში დაახლოებით 11 მილიონ კუბურ მეტრს იღებდა. აქედან 6 მილიონი — აზერბაიჯანული ბუნებრივი აირია „ყაზახის“ მილსადენიდან, კიდევ 3 მილიონი — „შაზ–დენიზ–1“–ის ფაზის ფარგლებში (სამხრეთ–კავკასიური მილსადენი); დანარჩენ 2 მილიონ კუბურ მეტრს საქართველო სომხეთში მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად იღებდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0