ეროვნული ბანკი და საფონდო ბირჟა ანგარიშსწორების სისტემებს აერთიანებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში
ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სისტემების გაერთიანებას გეგმავენ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემების რეფორმას იწყებენ. 

პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2017 წელს იგეგმება. 

პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის — საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვას.

რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შეიმუშავეს 2016 წელს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. 

ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ფასების ზრდას ელოდება და რეფინანსირების განაკვეთს არ ამცირებს

იმავდროულად, საფონდო ბირჟა შეისყიდის ახალ სავაჭრო პლატფორმას კომპანიისგან Montran Corporation, რომელმაც ადრე უზრუნველყო საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საფონდო ბირჟის ახალი სავაჭრო პლატფორმა პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ინტეგრირებული იქნება ანგარიშსწორების ერთიან სისტემასთან.

პროექტის საორგანიზაციო საბჭოს შემადგენლობაში ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარისა და კომპანია „მონტრანის“ წარმომადგენლები შედიან. 

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
კალანდაძე: ჩინეთთან ვაჭრობა ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას გამოიწვევს

ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა ეროვნულ ბანკში 2010 წლის ბოლოდან წარმატებით მუშაობს. მისი მომწოდებელია ამერიკული კომპანია Montran Corporation, რომლის ანალოგიურ სისტემებს იყენებენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. 2010 წელს პროექტი USAID-ს თანადაფინანსებით წარიმართა და ორ კომპონენტს შეიცავდა. მეორე კომპონენტი RTGS — დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ყველა ბანკთაშორისი გადარიცხვა ლარით. მიმდინარე პროექტის ფარგლებში RTGS სისტემის ახალი ვერსიის დანერგვაც არის დაგეგმილი. 

პროექტი განხორციელდება ისეთ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა ECB (ევროპის ცენტრალური ბანკი), EBRD და Clearstream. პროექტის ხარჯებს ეროვნული ბანკი, საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი გაინაწილებენ. 

ყველა ახალი ამბავი
0