პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ფასების უცხოურ ვალუტაში მითითების აკრძალვის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესწორებები კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ მიმართულია ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა შესწორებებს კანონებში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“, რომლის თანახმად ქონების გაყიდვის ან მომსახურების წარდგენისას აკრძალული იქნება ფასების მითითება უცხოურ ვალუტაში, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შესწორებები შემუშავდა ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით. ფასების ვალუტაში მითითება საქართველოში, ძირითადად, უძრავი ქონების გაყიდვის ან იჯარით გაცემის, ასევე ავტომობილების გაყიდვისა და საზღვარგარეთ ტურების დროს ხდება.

20-ლარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარების გეგმას ასაჯაროებს

„„საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის და/ან მომსახურების გაწევის, ან ქონების შეთავაზების ან რეკლამირების რეალიზაციის და/ან მომსახურების გაწევისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარში“, – აღნიშნულია კანონროექტში შესწორებების შეტანის შესახებ კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“. 

შესაბამისი შესწორებები შედის ასევე კანონში „რეკლამის შესახებ“. შესწორებები, ძირითადად, უძრავ ქონებას ეხება.

გარდა ამისა, შესწორებები შევიდა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, რომლის თანახმად კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%–ს არ უნდა ჭარბობდეს, მათ შორის კრედიტის გაგრძელების შემთხვევაში ამასთან, კომერციულ ბანკებს ეს პირობა არ ეხება.

საქართველოს მთავრობამ ლარის გამყარების გეგმა ნოემბერში, აშშ დოლართან მიმართებით ლარის მკვეთრი დაცემის შემდეგ მიიღო. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს იპოთეკური სესხების ნაწილის ლარში გადატანას დაბალი კურსით და ბიუჯეტში შემოსულობების გაზრდას თამბაქოს ნაწარმზე, ავტომობილებზე, საწვავსა და სათამაშო ბიზნესზე აქციზის გადასახადების ზრდის ხარჯზე. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უწყებების ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0