აფხაზეთს ენერგოკრიზისი ემუქრება

© Личный архив Алексея Ландрэсаენგურჰესის კაშხალი
ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს აფხაზეთის მოსახლეობის ენერგომომარაგებაში დეფიციტის აღმოსაფხვრელად საქართველომ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება დაიწყო.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აფხაზეთში თებერვლის თვიდან ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას — აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის კლებამ, შესაძლოა, რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვიოს, განაცხადა "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის ეთერში.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
ენგურჰესის კაშხალთან ტურისტულ ცენტრს მოაწყობენ

აფხაზეთი დღე-ღამის განმავლობაში 8,5 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს.

„ამჟამად წყალსაცავში წყლის დონემ 438 მეტრამდე დაიწია და წყლის ეს მარაგი საკმარისი იქნება დაახლოებით 20 თებერვლამდე. შემდეგ რა იქნება, უკვე აღარ ვიცი. თუ აფხაზური მხარე იმპორტს არ განახორციელებს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ან მანამდე შეზღუდვები უნდა შემოიღონ, რათა ეს მარაგი სამყოფი იყოს აპრილის პირველ კვირამდე“, – თქვა მებონიამ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დაადასტურა, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგების მხრივ პრობლემა ნამდვილად არსებობს.

შევხვდებით, ამ საკითხზე კონკრეტული საუბარი გვექნება, თუმცა, როგორც შარშან, ჩვენ, ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პრობლემა დარეგულირდეს და ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით მათ პრობლემები არ შეექმნათ", — განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ქართული მხარე აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის მოგვარებას.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ენგურჰესი სარემონტოდ დაიკეტება

2016 წლის ზამთარში აფხაზეთის მოსახლეობის ენერგომომარაგების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რომელიც "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლებით იყო გამოწვეული, საქართველომ ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობის იმპორტი რუსეთიდან დაიწყო. მაშინ კალაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის საკითხი მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებით ვერ გადაწყდებოდა, ამიტომ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებას ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

ენგურჰესი კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს არსებული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

ენგურჰესის კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

ყველა ახალი ამბავი
0