09:09 24 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ანაკლია

ანაკლიის პორტის ოპერირებით SSA Marine დაინტერესდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს ახალი პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ საპორტო მეურნეობის მართვის საკითხებზე აშშ-ის მსოფლიო კლასის პორტოპერატორ SSA Marine-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტის — ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარმატებით განხორციელებისთვის მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა SSA Marine-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ბობ უოტერსთან შეხვედრისას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა. კომპანია ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ (JSC Anaklia Development Consortium (Georgia), აცხადებენ პრემიერის პრეს-სამსახურში.

SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთების დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, SSA Marine წლიურად 27,2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (JSC Anaklia Development Consortium (Georgia) შესაბამის საინვესტიციო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება სამი წლის შემდეგ იგეგმება და ამის შემდეგ პორტი ფუნქციონირებას უკვე დაიწყებს. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პორტის განვითარების პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვის გაორმაგება იგეგმება, სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ კი დაგეგმილია ტვირთების გადამუშავების ზრდა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე. სამახსოვრო კაფსულის ჩადების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "საუკუნის პროექტი" უწოდა.  

მთავარი თემები