07:27 29 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
ფულის კუპიური

კალაძე: დოლარში აღებულ კრედიტებს, ეროვნულ ვალუტაში გადაიყვანენ

© Sputnik/ Mikhail Kutuzov
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის ღონისძიებათა ფარგლებში, ხელისუფლება აპირებს დახმარება გაუწიოს პირებს, რომელთაც კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობას სურს დაეხმაროს მოსახლეობას დოლარში აღებული კრედიტების ლარში გადატანაში, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის 1 ნოემბრისათვის, საქართველოს კომერციულმა ბანკებს მოქალაქეებზე 37,5 ათასი კრედიტი აქვთ გაცემული უცხოურ ვალუტაში 563,5 მილიონ ლარზე(234,8 მილიონ დოლარზე).

„დღეს ჩვენი მოსახლეობისათვის ყველაზე მძიმე ლარის გამყარებაა დოლარის მიმართ, რადგან ბევრს აქვს კრედიტები დოლარში ბანკებში და ეს ყველაფერი მათთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ მათ კრედიტების ლარში გადატანაში და მათ ამაში სახელმწიფო დაეხმარება“, — განაცხადა კალაძემ. 

დოლარის კურსი ლარის მიმართ ზრდას განაგრძობს. 2016 წლის 1 ნოემბრიდან იგი 4,1%-ით გაიზარდა და 2,5078 ლარი შეადგინა 1 დოლარზე. 

საქართველოს მთავრობა აპირებს უახლოეს ხანებში წარმოადგინოს დედოლარიზაციის გეგმა, რომელიც ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს. 

 

მთავარი თემები