04:31 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ლარი

ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

© Sputnik/ Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
5101

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 26 ნოემბრისათვის 2,5026 ₾/1$ ნიშნულზე დაადგინა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ახალი რეკორდი დაამყარა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 26 ნოემბრისათვის 2,5026 ₾/1$ ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0,0174 ლარით დაეცა.

საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მიიჩნევენ, რომ ლარის ვარდნა დროებითია, მას საგარეო და საშინაო მაკროეკონომიკური ფაქტორებით ხსნიან და ეროვნული ვალუტის გამყარებას საშუალოვადიან პერიოდში ელოდებიან. 

ოპოზიცია და ექსპერტები კი ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებენ და თვლიან, რომ ლარი ვარდნას კვლავ გააგრძელებს, რაც თავის მხრივ ფასების ზრდაზე, მათ შორის, კომუნალურ მომსახურებაზეც აისახება.

ოპოზიცია ლარის კურსის ვარდნას ხელისუფლებას აბრალებს და აცახდებს, რომ ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირება ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე. მთავრობამ, ოპოზიციის აზრით, უნდა შეწყვიტოს საგარეო ვალის გაზრდა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, ასევე კარდინალურად გადახედოს ქვეყნის მომავალ ბიუჯეტს. 

ექსპერტების ვარაუდით, ლარი ვარდნას კვლავ გააგრძელებს, ფასები აუცილებლად მოიმატებს, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, რომლის ხელფასიც ინფლაციის პარალელურად არ მატულობს.

გასულ წელს ისტორიულ მინიმუმს ლარმა 27 იანვარს მიაღწია, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით  2, 4985 ₾/1$ ნიშნულზე დაადგინა.

 

 

მთავარი თემები