გერმანული ქიმიური კონცერნი თბილისში რეგიონულ ოფისს გახსნის

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ქიმიური ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენებისადმი ინტერესი გამოხატა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. გერმანული კორპორაცია BASF, რომელიც ქიმიური პროდუქციის წარმოებაში მსოფლიო ლიდერია, საქართველოში რეგიონულ წარმომადგენლობას გახსნის.

„სასიხარულოა, რომ კომპანია BASF-მა სათანადოდ შეაფასა საქართველოს მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა და, ზოგადად, ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო და გადაწყვიტა წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში — ბიზნესის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მნიშვნელოვან ცენტრში“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფისის გახსნის გადაწყვეტილებისადმი მიძღვნილ მიღებაზე.

ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველო „აბრეშუმის გზის ფორუმიდან“ ახალ ინვესტიციებს ელოდება

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ BASF-ის საქმიანობა რეგიონში კომპანიას მეტ წარმატებებს მოუტანს.

„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ამომწურავი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და დამწყები ბიზნესების წახალისებას საქართველოში, და ჩვენი აქტიურობა ამ მიმართულებით დღითიდღე იზრდება. დარწმუნებული ვარ, კომპანია BASF-ის უპრეცედენტო გამოცდილებისა და საქართველოს ინოვაციური და შემოქმედებითი ბიზნესგარემოს კომბინაცია იძლევა თანამშრომლობის მართლაც დიდ პოტენციალს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსოფლიოში უმსხვილესმა ქიმიურმა კორპორაცია BASF-მა გასულ წელს დაარსებიდან 150 წლისთავი აღნიშნა. კონცერტს აქვს შვილობილი კომპანიები ევროპაში, ამერიკასა და აზიაში და 7000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0