საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმდნენ

© Pixabay / SW1994ჩინეთის დროშა
ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 1,4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას საკმააოდ აამაღლებს და გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება პოზიტიურად.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და მოსალოდნელია, რომ 2017 წლის მეორე ნახევრიდან ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ბრიფინგზე.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

„ეს არის ისტორიული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელმა შეძლო და მოლაპარაკებები რეკორდულ დროში — შვიდ თვეში დაასრულა", — განაცხადა ქუმსიშვილმა.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა შესამჩნევ შედეგს მოიტანს", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო
ქართველი სტუდენტები ჩინეთში ისწავლიან

„ჩვენი პროდუქციის 95% ჩინეთის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე შევა — ესაა ძირითადად პროდუქტები, რომელიც ჩვენ ყველას ძალზე გვაინტერესებს. ესაა ღვინო, მინერალური წყალი, საქართველოს აგროპროდუქტები. ყველა ეს პროდუქტი ჩინეთში ნულოვანი ტარიფით, ყოველგვარი გარდამავალი ეტაპის გარეშე მოხვდება“, — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

2015 წელს საქართველომ ჩინეთში 2,6 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა. წელს, 2014 წელთან შედარებით, ექსპორტზე 5 მილიონით მეტი ბოთლი  გავიდა, განმარტა მინისტრმა.

„შედეგი, რაც მოლაპარაკებებით მივიღეთ, არის უპერეცედენტო და ნიშნავს, რომ 40 პროცენტზე მეტი, რომელიც იყო მხოლოდ საბაჟო გადასახადი, მოეხსნება ჩვენს ღვინოს. ყოველივე კი ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის,“ — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს მომავალ თვეში ჩინეთის კომერციის მინისტრი გაო ხუჩენი ეწვევა, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდება მოლაპარაკებების ოფიციალურად  დასრულების შესახებ მემორანდუმის გაფორმება.

„ამის შემდეგ შეთანხმების ტექსტი გაივლის ექსპერტიზას, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით ორი-სამი თვე. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ჩვენ უკვე მოვაწერთ ხელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენი მოლოდინით შეთანხმება ძალაში შევა 2017 წლის შუა პერიოდიდან, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ,“ — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საპარტნიორო ფონდსა და ჩინური პროვინცია ცზიანს შორის ხელშეკრულება გაფორმდა - Sputnik საქართველო
ჩინელები საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკას გახსნიან

ჩინეთთან მოლაპარაკებების წარმატების დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ეს უდიდესი მიღწევაა და ვფიქრობ, რომ მას „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ექნება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან.

აბრეშუმის გზა, რომლის აღდგენის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, ჩინეთის ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებასა და აზია-აფრიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები 2015 წლის 10 დეკემბერს დაიწყო და სამი რაუნდი უკვე გაიმართა. მხარეებმა ბოლო შეხვედრა  მიმდინარე წლის ივლისში გამართეს.

ყველა ახალი ამბავი
0