06:22 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის მზადება

საქართველოში მიწის რეგისტრაცია უფასო იქნება

© Минсельхоз Грузии
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
3801

საქართველოში საკუთრებაში მიწების მხოლოდ 25%-ია დარეგისტრირებული. მთავრობა უფლებას იძლევა, წლის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია უფასოდ განხორციელდეს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი 1-ლი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება. უმნიშვნელოვანესი საკითხი მოსახლეობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ – მიწის ბაზრის მოწესრიგებას, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კანონი მთავრობის სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს დარეგისტრირებულია მიწის მხოლოდ 25 პროცენტი, რაც დიდი პრობლემაა, მათ შორის კერძო სექტორისთვის, რადგან მოსახლეობა ვერ ახდენს მის მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას და ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად გამოყენებას.

"ძალიან კარგია, რომ მიწის რეგისტრაციის სისტემა მარტივდება, სახელმწიფო მნიშვნელოვნად ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტებით. და, ვფიქრობ, პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენ ამ მიმართულებით გაცილებით უფრო ჯანსაღი და სრული სურათი გვექნება. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ – მიწის ბაზრის მოწესრიგებას. ამავდროულად ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ საკითხი, რადგან ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სოფლად მოსახლეობის დამაგრებისთვის", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კანონით, მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება მოქალაქისთვის სრულიად უფასო იქნება, — განმარტება მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, მოსახლეობა პროექტით სარგებლობას ერთი წლის განმავლობაში შეძლებს.

"ასევე მოგვარდება არაზუსტი საამზომველო ნახაზის საკითხი, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიდა. ერთი წლის განმავლობაში ყველამ უნდა დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც ბევრი ბარიერის გამო აქამდე ვერ ირეგისტრირებდა", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს მიმართა თხოვნით, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც კანონის ბოროტად გამოყენების ყოველგვარ რისკს გამორიცხავს.

"ძალიან მიშვნელოვანია, რომ სწორი და გამჭვირვალე მექანიზმებით მოხდეს მიწის დარეგისტრირება", — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავარი თემები