ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავა

© photo: courtesy of Ministry of Agriculture of Georgiaთაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში ევროკავშირის ელჩს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ევროკომისიის დირექტორატმა ჯანდაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველო მიიღონ იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის მიწოდება შეიძლება, აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს ევროკავშირი უყენებს მაღალ სანიტარულ მოთხოვნებს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობა. აქამდე ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო ნებადართული, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ კუთხით“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. 

Мёд - Sputnik საქართველო
ბათუმში თაფლის ფესტივალი იმართება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჰერმანს აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით რიგი ღონისძიებები გაატარა.

ევროკავშირის მოთხოვნით, საქართველოში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას ითვალისწინებს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა.


ყველა ახალი ამბავი
0