საქართველოში ფულადი გადმორიცხვების კუთხით რუსეთი ლიდერობს

© photo: Sputnik / Alexander Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკშიფულადი კუპიურები
ფულადი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფულადი გადარიცხვების ელექტრონული სისტემებით აპრილში საქართველოში სულ 94,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

თბილისი, 18 მაისი —Sputnik. რუსეთიდან საქართველოში ფულადმა გადმორიცხვებმა აპრილში 31,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში შემოსული მთლიანი გადმორიცხვების მესამედია. 

სულ აპრილში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით 94,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 4%-ით ჭარბობს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  

მინის ტარის მწარმოებელი ქარხანა მინა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალში 2,3% შეადგინა

სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზე საბერძნეთია გადმორიცხული 11,8 მლნ დოლარით. მას მოსდევს:

•  აშშ — 9,9 მლნ დოლარი

• იტალია — 9,8 მლნდოლარი

• თურქეთი — 7,2 მლნდოლარი

• ისრაელი — 4,7 მლნ დოლარი

საქართველოდან უცხოეთში 2016 წლის აპრილში 16.3 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს. 


ყველა ახალი ამბავი
0