წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stanislav Savinსატვირთო კონტეინერები
სატვირთო კონტეინერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ექსპორტმა 608 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია ვიდრე 2015 წლის იანვარ-აპრილში.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე), რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით,  8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ექსპორტმა 608 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია ვიდრე 2015 წლის იანვარ-აპრილში. 

ძირითადი ადგილი საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ამ პერიოდში უჭირავს ფერად შენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, ჯართს, დამუშავებულ და ნახევრად დამუშავებულ ოქროს, თხილსა და კაკალს და ა.შ. გლობალური ეკონომიკა ჯერ კიდევ სუსტია და რეგიონის ქვეყნებს ჯერაც აქვთ პრობლემები, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებზე. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 84%-ით გაიზარდა

იანვარ-აპრილში იმპორტმა დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, გაზს, ხორბალს, ელექტრო ტრანსფორმატორებსა და მედიკამენტებს უჭირავს.  

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 63%-ია სრული საგარეო სავაჭრო ბრუნვის. 


ყველა ახალი ამბავი
0