ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7,5%-მდე შეამცირა

გამოწერა
რეგულატორი ეტაპობრივად მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას იწყებს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გარდა ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შეამცირა ლარში მოზიდულ თანხებზე.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 7.5%-მდე შეამციროს და გეგმავს მომავალშიც ეტაპობრივად შეამციროს ეს მაჩვენებელი. 

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი თვლის, რომ საჭიროა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება, რაც გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას ნეიტრალურ დონემდე. ეროვნული ბანკის შეფასებით, პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალური დონე საშუალოვადიან პერიოდში 5-6 პროცენტის ფარგლებშია”, — ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით რიგ შემთხვევებში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ღონისძიებებს მიმართა: 2015 წლის თებერვალში — 4,5%, ივლისში — 5.5%, აგვისტოში — 6%, სექტემბერში — 7%, ნოემბერში — 7,5% და დეკემბერში — 8%. 

ლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვის გზით ლარის ზრდის შეკავებას ცდილობს

ამას გარდა, ლარით მოზიდული სახსრების წახალისების მიზნით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 10%-დან 7%-მდე შემცირება. ამავდროულად, მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე იზრდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 15 ივნისს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0