მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას მიესალმება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს 4-პუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც განათლებას, ინფრასტრუქტურას და საჯარო სექტორის ეფექტიანობის ზრდას გულისხმობს.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მიესალმება, — ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობა თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამაა.

მსოფლიო ბანკი პროგრამის იმპლემენტაციის პროცესს დადებითად აფასებს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი: საქართველოში არსებითად ახალი ბიზნეს-გარემო იქნება

„ეს არის პროგრამა 2014-2017 წლებისთვის და ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრამის განხორციელების გზაზე მიღწეულ წარმატებაზე, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება. ჩვენ მივესალმებით მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც განათლებას, ინფრასტრუქტურას და საჯარო სექტორის ეფექტიანობის ზრდას გულისხმობს და ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ნაბიჯი ახალი პროგრამის მომზადებისთვის, რომელიც 2018-2020 წლებში დაიწყება. ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასა და პარტნიორებთან ერთად, რომ ეს დღის წესრიგი წარმატებით განხორციელდეს. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ამ მიმართულებით", — განაცხადა მერსი ტემბონმა.

შეხვედრას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0